რატომ შეიძლება იყოს სახიფათო ყინულოვანი სასმელი ბავშვებისთვის? - ამ საკითხით ბრიტანული მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთი კვირის განმავლობაში ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით გადაიყვანეს.
ეს სასმელები საქართველოშიც პოპულარულია და ის ხშირად გხვდება საბავშვო სივრცეებსა და გასართობ პარკებში.
ირკვევა, რომ დაფქვილი ყინულის სასმელები შეიცავს გლიცეროლის დანამატს, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა ბავშვებს.
ბრიტანეთის მარეგულირებელმა უკვე გამოსცა მითითება, არ შეიძინონ ბავშვებისთვის ეს სასმელი, განსაკუთრებით საუბარია 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე. გლიცეროლი, ანუ E422, სასმელს აძლევს სასურველ ეფექტს, აჩერებს სასმელის სიმყარეს და მოქმედებს, როგორც უშაქრო დამატკბობელი.
ტოქსიკურობის მიუხედავად, ის განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის მოზრდილებს, თუმცა იგივე არ ითქმის უმცროსი ასაკის ბავშვებზე. სპეციალისტების თქმით, მათი სხეულის წონა გაცილებით მცირეა, რის გამოც, გლიცეროლის ამ სახით მიღებამ, შესაძლოა, გადაუდებელი დახმარების საჭიროება წარმოქმნას.
ევროპის ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები ამტკიცებენ, რომ გლიცეროლით ინტოქსიკაციის ყველაზე მაღალი რისკი მოდის 4 წლამდე ბავშვებში, რომლებიც სწრაფად მოიხმარენ E422-ით დატვირთულ სასმელებს.
"გლიცეროლით ინტოქსიკაციის მსუბუქი ნიშნებია ღებინება და თავის ტკივილი, თუმცა, მას შეუძლია ადამიანი შოკშიც ჩააგდოს, რა დროსაც სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც ჟანგბადით მდიდარ სისხლს აწვდის სხეულს, იწყებს უკმარისობას და სასიცოცხლო ორგანოებს ართმევს ფუნქციონირების უნარს", - წერს ბრიტანული გამოცემა Dailymail.