25 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდ სცენაზე კამერული მუსიკა ჟღერს. სხვადასხვა თაობის მომღერალი ქართული საგუნდო მუსიკის კლასიკოსმა გააერთიანა - ოპერაში იოსებ კეჭაყმაძის საიუბილეო საღამოსთვის ემზადებიან.

ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ხალხური სიმღერები და ცნობილი კომპოზიციები - პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. 500-მდე მონაწილე და 12 გუნდი - იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობს.

მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, ღონისძიებაზე კომპოზიტორის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალებიც გაჟღერდება - მოეწყობა ფილმის ჩვენებაც. ორგანიზატორები აქცენტს, კონცერტში ახალი თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზეც აკეთებენ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, რომელიც გამოჩენილმა კომპოზიტორმა დაამუშავა, კონსერვატორიის სტუდენტები შეასრულებენ. კეჭაყმაძისადმი მიძღვნილი საღამო, ხვალ, ოპერისა და ბალეტის დიდ სცენაზე გაიმართება.

დღის ამბები