25 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ პარაკლისი და პანაშვიდი აღავლინა. მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

"უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რამაც განაპირობა შემდგომ მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების და კულტურის განვითარება.

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დიდი საუნჯე, არამედ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს," - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ.

დღის ამბები