25 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა საქართველოს საელჩო - გიორგი შარვაშიძე

სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა საქართველოს საელჩო, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის საელჩოს შენობაში საკვირაო სკოლაც გაიხსნა.

"სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა საქართველოს საელჩო, რომელიც შეიძინა საქართველომ. საელჩოს შენობა, არა მხოლოდ საელჩოს შენობაა, არამედ თავისი დამატებითი ფუნქცია აქვს, მათ შორის, იქნება საკვირაო სკოლა დიასპორისთვის, რომელიც აქ ცხოვრობს. სამომავლოდ ბევრი რამ არის დაგეგმილი", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

დღის ამბები