ონკოპაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მორიგი აქცია გამართეს. მათ მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანეს.
დოკუმენტში ასახულია ყველა მოთხოვნა - მათ შორის ონკოპაციენტების სრული დაფინანსება, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა.
საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობას განაგრძობენ და, ამ მიმართულებით, როგორც ონკოპაციენტებთან, ისე სპეციალისტებთან, არაერთი შეხვედრა გაიმართა.