25 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი - ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ "ვეტინგის" მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს

ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც პოლიტიკური შეფასებები თემაა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ ვეტინგის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს:

"რაც შეეხება რეიტინგებს, ვფიქრობ, რომ ეს საიტი, ტროლ საიტი უნდა იყოს. ხომ არის ისე, როცა საიტები ტროლ ინფორმაციას აქვეყნებენ და ამ ინფორმაციას იჯერებენ ადამიანები?.. მე მგონი, ასეთია ქართული სასამართლოს მაღალ სასამართლოებში გვერდზე დაყენება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა. სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა, ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამავე მონაცემებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. ასევე, ორგანიზაციის კვლევით, უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო, ზედიზედ 11 წელია, დადებითი მოდელური ნიშნით ფასდება, ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა, რეგიონში ლიდერობს, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ ექვს ქვეყანას უსწრებს.

დღის ამბები