25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სასამართლოს სიტუაცია - მამუკა მდინარაძე

ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" სასამართლოს კორუფციული გადაწყვეტილებების ინდექსი გამოაქვეყნა - სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა, ევროპის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

ამავე მონაცემებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. ასევე ორგანიზაციის კვლევით, უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ზედიზედ 11 წელია, დადებითი მოდელური ნიშნით ფასდება, ბოლო 8 წლის მაქსიმუმზეა, რეგიონში ლიდერობს, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ ექვს ქვეყანას უსწრებს.

"არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სასამართლოს სიტუაცია. როგორც კი ქვეყანა რაღაც სფეროში წარმატებას მიაღწევს, ზუსტად ამაზე რატომ მიდის დარტყმები. სასამართლომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს. ინდექსიც აჩვენებს ამას და სასამართლოზე მიდის ყველაზე დიდი დარტყმები. ჩვენ მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, სასამართლო თავის თავს მართავს, საერთოდ არ უჯერებენ არავის, არც "ქართულ ოცნებას" და არც არავის, ეს ცალე შტოა. ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. ჩვენ ისე კი არ ჩავერიეთ, 2003 წელს რომ მოვარდნენ ისინი და თავები მოაჭრეს, რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობით, ეს იყო ვეტინგის კლასიკური მაგალითი ადეიშვილის მიერ ჩატარებული, იგივე ადეიშვილი ატარებს ახლა ვეტინგებს სადღაც," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები