25 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ფერადი ტატუ შესაძლოა საშიში იყოს - ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საღებავებში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს

სხეულის მოხატვის ერთი შეხედვით უსაფრთხო და მარტივ პროცედურას ხშირად თან ახლავს გართულებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტატუ ფერადი მელნით არის შესრულებული.

ტატუს შემდგომ კელოიდური ნაწიბურისა და სხვა გართულებების მიზეზი, მელანში შემავალი ალერგენებია, ეს უკვე ლაბორატორიულად დამტკიცდა.

მძიმე ალერგენები, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე პოპულარულ და ფართოდ გამოყენებად საღებავებში აღმოჩნდა. კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების ბინგჰემტონის ლაბორატორიამ ჩაატარა და შემოწმებული 54 ნიმუშიდან, საშიში ნივთიერება 45-ში აღმოჩნდა.

ტატუს საღებავებს, რომელშიც ამერიკელმა მკვლევრებმა საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს, აქტიურად იყენებენ ქართველი ტატუ-არტისტებიც.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სხეულის მოხატვის არასწორად ჩატარებული პროცედურა, ინფექციური დაავადებების გადატანის მაღალ რისკს შეიცავდა, ახალა უკვე ლაბორატორიულად დასტურდება, რომ ეს მანიპულაცია სხვადასხვა გამოვლინების ალერგიებსაც პროვოცირებს. იმისთვის, რომ უსაფრთხო ტატუ მივიღოთ, აუცილებელია სტერილური სალონი და ორგანული საღებავი.

დღის ამბები