25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ბრიუსელში, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ წასული ოპოზიციონერები - რატომ ჩავარდა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და დეოკუპაციის შესახებ მომზადებული დოკუმენტი

ქართული ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ჩავიდა და საქართველოში ჩაგდებული რეზოლუცია ჩამოიტანა. ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ 4 ქართველი დეპუტატი წავიდა: ვაშაძე, ბოტკოველი, წითლიძე და კორძაია. წითელი შუქი იმ დოკუმენტს აუნთეს, რომელიც სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა. ასევე ქვეყნის დეოკუპაციას. რატომ არ მოაწერა საქართველოსთვის სასარგებლო ტექსტს ხელი ოპოზიციამ? ამ ერთ კითხვას პასუხი ბევრი ჰქონდა.

ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამალა, აღიარა თამარ კორძაიამ. ოპოზიცია თარგმანში არა, თუმცა პოზიციებში პირველივე დღეს დაიკარგა. ნაწილმა თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსზე არაფერი იცოდა, ნაწილმა კი ნაწილობრივ ცოდნაც აღიარა და ინფორმირებულობაც.

ოპოზიციის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ბევრი იყო. ქართული დელეგაციის წევრებს შორის კამათი ევროკავშირის დერეფანშიც გაგრძელდა.

ქართული დელეგაციის თავმჯდომარემ, ოპოზიციის წარმომადგენლები ტყუილში დაადანაშაულა. მაკა ბოჭორიშვილმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ოპონენტებმა ყველაფერი წინასწარ და კარგად იცოდნენ.

რაც მოხდა ბრიუსელში არ დარჩა ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან თბილისში ჩამოსულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, საზოგადოების ნაწილი აეროპორტში დახვდა - პროტესტით და შეძახილებით.

დოკუმენტის რომელ პუნქტს არ ეთანხმება გიორგი ვაშაძე? ამაზე კონკრეტულად საუბარი თბილისში დაბრუნებულმაც არ ისურვა. როგორც იქ, აქაც ამბობს, რომ საკითხზე ინფორმირებული არ იყო.

ერთი რეზოლუციის ამ ამბავმა, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების მთავარი მიზანი გამოააშკარავა - ოპოზიციის მოქმედება ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა პარტიული ინტერესებისთვის.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის და დეოკუპაციის მხარდამჭერ პროექტს ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა ხელი არ მოაწერეს. მხოლოდ მოლდოველი დეპუტატების ხელმოწერები კი საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო 10 ხმა იყო, მოგროვდა 8, თუმცა ოთხი ოპოზიციონერიდან ამ ტექსტის მომხრე არავინ აღმოჩნდა.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები