25 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ილია თოფურიას წარმატების გზა ბავშვობიდან ჩემპიონობამდე - "კურიერი PS-ის" ინტერვიუ UFC-ის ჩემპიონთან

ემოციებით და წარმატებებით სავსე კვირა - ბოლო რამდენიმე დღეა, მთელი ქვეყანა საერთო სიხარულს იზიარებს. საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დარჩა. ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ლუქსემბურგის ნაკრები დაამარცხა და ფინალშიც გავიდა. 26 მარტს კი გადამწყვეტი თამაშია.

დიდ გამარჯვებამდე, კვირა დიდი გამარჯვებულის დახვედრით დაიწყო. საქართველოში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ჩამოვიდა. სულ რამდენიმე დღით - ამიტომ ძალიან გადატვირთული გრაფიკით.

22 წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და აპლოდისმენტების ხმა გასცდებოდა რუსთავის ერთ სკოლასაც და მთელ ქვეყანას.

18 მარტი, 17:00 საათი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უჩვეულო ხალხმრავლობაა. აქ ყველა, ერთმა ადამიანმა გაერთიანა. სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონს ელოდებიან. ემოციები განსხვავებულია... თუმცა ამ სიჩუმეს მალე მთავარი გმირის გამოჩენა არღვევს და მთავარიც აქედან იწყება.

სამშობლოში მორიგი ვიზიტი სულ რამდენიმე დღეს ითვლის. თითოეული წუთი და წამიც გაწერილია. ელოდებიან ყველგან და ელოდება ყველა, მათ შორის, "კურიერი PS".

ამ სასიამოვნო მომენტამდე იყო ბევრი შრომა და რთული გზა, რომელიც ილიამ ოჯახთან ერთად გაიარა. 

დილის 07:00 საათიდან მთელ ქვეყანას მოედო ამბავი, რომ ქართველმა ბიჭმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ილია თოფურიას გვარი ამ დღეს ყველამ გაიგო, თუმცა მხოლოდ ერთმა იცოდა მისი უცნობი ისტორია.

UFc -ის მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, მას კეთილი ნების ელჩის სტატუსიც აქვს. ბერი ანდრიას ფონდშიც განსაკუთრებული სტუმარია. სწორედ ამ ფონდის შვილობილებს მოხმარდათ ის თანხაც, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის გადაეცა.

საქართველო ერთადაა - დინამოს სტადიონს ბევრი გამარჯვება და ბევრი გულშემატკივარიც ახსოვს. თუმცა 2024 წლის 21 მარტი, ქართული სპორტულ ისტორიაშიც უპრეცედენტოა - საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონმა გაამხნევა და გულშემატკივარს "საჩემპიონო ქამარი" წარუდგინა.

ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი, საქართველომდე ესპანელმა გულშემატკივრებმა ნახეს. ქვეყნის, რომლის მოქალაქეც უკვე ოფიციალურად გახდა. თუმცა უპირველესი რომ საქართველოა, ეს სამშობლოშიც ითქვა. მსოფლიო ჩემპიონი ქვეყანაში პრემიერმა მოიპატიჟა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობა მისცა.

საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი ღირსების ორდენზეც წარადგინა. ჯილდო კი პრეზიდენტმა საზეიმო ცერემონიალზე გადასცა.

რთული გზა, ბევრი შრომა, ბევრი გამარჯვება და იშვიათად დამარცხებაც, რომელიც ისევ გამარჯვების წინაპირობად იქცა. მთავარი საიდუმლო ნებისყოფა და შრომაა.

 

დღის ამბები