"მოსკოვში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა" - აცხადებს უკრაინული დაზვერვა. კიევში თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ უკრაინა ებრძვის ოკუპანტების ჯარს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.
ასე არ ხდება საპირისპირო მხრიდან. ოკუპანტები ანადგურებენ სამოქალაქო ობიექტებს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ზაპოროჟიეზე, რის შედეგადაც 5-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულთა რაოდენობა კი 20-ზე მეტია. ზაპოროჟიეს კერძო სექტორზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა, 8 წლის გოგო და 35 წლის კაცი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მდინარე დნიპროზე კაშხალი ჩამოინგრა. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე, ხუთი ადამიანი, სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოკუპანტები გამუდმებით ესხმიან თავს დონეცკის ოლქს. ბოლო რამდენიმე საათში რუსეთმა ოლქის ორ ქალაქზე მიიტანა იერიში საზენიტო რაკეტებით. მტერმა დაარტყა "ვოლნოვასკის" რაიონს. ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული დაზიანებებით ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე, 5 მაღალსართულიანი შენობაა განადგურებული.