25 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
NGO სექტორის დაფინანსება გამჭვირვალე უნდა გახდეს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, NGO სექტორის დაფინანსება გამჭვირვალე უნდა გახდეს, რადგან მათი დაფინანსების დიდი ნაწილი ისეთ საქმეში იხარჯება, რომელთან დაკავშირებით გადამხდელებს წარმოდგენაც კი არ აქვთ.

მისი განმარტებით, საჭიროა NGO სექტორის დაფინანსების სრული გამჭვირვალობა და სიმართლის ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რა საქმეს ემსახურებიან ისინი.

"დაპირება გვქონდა ჩვენი ოპონენტებისგან და NGO სექტორის წარმომადგენლებისგან, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. ხომ ლაპარაკობდნენ, გამჭვირვალეა ისედაც. რომელიმე თქვენგანმა, ვინც აქ ბრძანდებით, რაიმე გამჭვირვალობის ნატამალი NGO-ს დაფინანსებასთან დაკავშირებით იცით?! კვირაზე მეტია, ვსვამ ამ შეკითხვას. უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც NGO სექტორი აფინანსებს და კარგ საქმეს ხმარდება ეს, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და წარმოდგენა არ აქვს საქართველოს მოქალაქეს თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელების მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება.

ჩვენ გვაინტერესებს ამ ფინანსების გამჭვირვალობა. არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული?! და საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაგიჯერათ კიდევაც, თავად გამოდით და დადეთ რაში იხარჯება ეს ფული. ტაივანიდან დაფინანსება ვნახეთ, რისკები არის ჩარევა სხვა ქვეყნების,დავუშვათ, საქართველოს არჩევნებში და შეიძლება ეს მაინცდამაინც მთლად მეგობრული ქვეყნებიც არ იყოს. როდესაც არაფერი ვიცით მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებაზე, უფრო არაფერი შეიძლება ვიცოდეთ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებაზე. მათ შორის, აღარ მინდა დავასახელო, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი ამ ქვეყნის მიმართ. ტრენინგები რომ ჩატარდა მერე თვითონ ტრენინგს ჩამტარებლები, რომ ამბობდნენ რუსულ დეზინფორმაციაზე ვატარებდით ტრენინგის და დამფინანსებელმა, რომ თქვა უფლებებზე იყოო, ჩვენ სინამდვილეში მესამე და სწორი ვერსია ვიცით, რომ იყო ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით, წინასწარ რომ გეგმავდნენ რაღაცებს. სიმართლე სად არის, გასაჯაროვდეს, დაიდოს და ჩვენ გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები