25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ბექა სიხარულიძის ფილმი "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" 9 ფესტივალისა და 7 ნომინაციის გამარჯვებულია

ქართული ფილმის საერთაშორისო წარმატება. ბექა სიხარულიძის "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" 9 ფესტივალისა და 7 ნომინაციის გამარჯვებულია. მოქმედება 90-იან წლებში ვითარდება.

მთავარი გმირი ექიმია, რომელსაც ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს. კინოსურათს ქართველი მაყურებელი ზაფხულში იხილავს.

90-იანი წლები, პერიოდი, რომელიც საქართველოსთვის ურთულესი აღმოჩნდა. ისტორია ექიმის გარშემო ვითარდება, რომელსაც არჩევანის გაკეთება ოჯახსა და პროფესიას შორის უწევს. სრულმეტრაჟიანი ფილმი "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე", რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნება, ნიუ იორკის მე-11 ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

გადაღებები საქართველოში 32 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეჟისორმა ბექა სიხარულიძემ, ნიუ-იორკში მიღებული ჯილდო მამის, გივი სიხარულიძის 80 წლის იუბილეს მიუძღვნა. 

"სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" სხვა ჯილდოებთან ერთად მადრიდის კინოფესტივალის interntional motion pictures award-ის პრიზიორია. ბექა სიხარულიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ხოლო ია შუაღლიაშვილმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფილმი 9 ფესტივალისა და 7 ნომინაცის გამარჯვებულია. დრამას "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" ქართველი მაყურებელი ზაფხულში იხილავს.

 

დღის ამბები