ჯანდაცვის მინისტრმა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, "ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა", ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა.
აღნიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
"ერთ-ერთი სამაგალითოა საქართველო ამ თვალსაზრისით და მსოფლიოსთვის შეიძლება ეს იყოს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ებრძოლო წარმატებულად ტუბერკულოზს. ამ დღეს, ერთი მხრივ, ვაჯამებთ იმ წარმატებას, რომელიც გასული წლის განმავლობაში გვქონდა და ვგეგმავთ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად ეფექტიან მექანიზმებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.