თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მომიტინგე ქუჩებში პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.
აქციის მონაწილეები, მსვლელობით ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შტაბთან გაემართნენ, რომელიც ისრაელის ომის კაბინეტის შეკრების ადგილია.
მომიტინგეები, მძევლების გასათავისუფლებლად, მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.