25 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქციას, "დედამიწის საათი" შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქციას, "დედამიწის საათი" შეუერთდა. აქციის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლის განათება გამოირთო. ყოველწლიურ კამპანიას, შინაგან საქმეთა სამინისტროც შეუერთდა და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება გუშინ, საღამოს 8-ის ნახევრიდან- 9-ის ნახევრამდე გამოირთო. გლობალურ გარემოსდაცვით აქციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც შეუერთდა.

თბილისში, "დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, ელექტროენერგია გაითიშა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პარლამენტის შენობაში, სამინისტროების შენობებში, თბილისის მერიასა და თბილისის სატელევიზიო ანძაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.

გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითაც მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესს. მიმდინარე წელს, "დედამიწის საათის“ მიზანი, პლანეტის დასაცავად ადამიანების გაერთიანებაა. მასშტაბურ აქციას საქართველო, 2009 წლიდან შეუერთდა.

დღის ამბები