ოზურგეთში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წლისწინანდელ კონფლიქტს უკავშირდება.
დაჭრილი ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შსს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია და მომხდარზე საქმე სს კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით არის აღძრული.