ბავშვებს, რომლებიც, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის საყურებლად, სტადიონზე თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ, "დინამოს" პრეზიდენტმა ფინალის ბილეთები გადასცა.
"ნახევარფინალის უსაყვარლესი გმირები დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთებით დაასაჩუქრა", - ვკითხულობთ "დინამოს" ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
26 მარტს, "დინამო არენაზე", საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება.