25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
აშშ-ში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა

 

აშშ-ში, ავტომობილში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. ირკვევა, რომ გარდაცვლილი ნუცა ბუზალაძის ძმაა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი... თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ“ - წერს ნუცა ბუზალაძე.

დღის ამბები