25 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციას ეხებოდა.

მისი თქმით, უკვე 2 წელია, ოპოზიციის წარმომადგენლები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

"აქედან გამომდინარე, არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის, უბრალოდ, ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება,"-აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები