25 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვლადიმერ პუტინმა, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის გამო, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა. პუტინი თავდასხმას "სისხლიან და ბარბაროსულ" ტერაქტს უწოდებს. 

მისივე თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად მიიჩნევა. 

დღის ამბები