25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და დღეს სასურველი სურათი გვაქვს - ამ სურათით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია, რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები კი ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.

"ნაციონალური მოძრაობა" 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოსცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ, ამ მდგომარეობით, მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია, რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები