რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მისივე თქმით, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს ეს საზარელი დანაშაული.
„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რუსეთის გენერალური პროკურატურაც.
„დღეს საღამოს, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში ღონისძიების დაწყებამდე კამუფლაჟში გამოწყობილი უცნობი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, გასართობი ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავი უწყებების ქმედებების კოორდინირება მოსკოვის ოლქის პროკურორს, სერგეი ზაბატურინს დაევალა