უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან.
უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ იანვარში, როდესაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების შესახებ მან მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან შეიტყო.
„ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გავიარო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – აღნიშნა უელსის პრინცესამ.
ქეით მიდლტონის განცხადებით, ახლა მის ოჯახს სჭირდება გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა.
ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონი საუბრობს ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც.
„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და მშვიდად ყოფნის დიდი წყაროა, ისევე როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.