25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
51-ათასი ქომაგი, არნახული მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი გამარჯვება - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს

მატჩი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდაბოდა - 21 მარტს, მთელი ქვეყანა ერთად, ერთი მიზნისთვის გაერთიანდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩში, აქამდე არნახული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. ბუდუ ზივზივაძის დუბლით, ჩვენმა გუნდმა ლუქსემბურგის ბარიერი გადალახა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მატჩი მძიმე, მაგრამ ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. იყო უშეღავათო ბრძოლა, ემოციების და ნერვების თამაში. ბუდუ ზივზივაძის ორი გოლის გარდა, წითელი ბარათი, უამრავი სახიფათო მომენტი და არჩათვლილი გოლები. მუხტი როგორც ფეხბურთელებმა, ასევე გულშემატკივრებმა თანაბრად გაიზიარეს. ჯამში, ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთხელ - კონტინენტის პირველობაზე გასვლას ეცდება.

დინამო არენაზე შეკრებილი 51-ათასი ქომაგი ფეხბურთელების თითოეულ მოქმედებაზე ემოციურად რეაგირებდა. მათთვის, ვინც მატჩის ბილეთის შეძენა ვერ შეძლო, თბილისის მერიის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი მოეწყო, სადაც გულშემატკივრები ნაკრებს ერთად ქომაგობდნენ.

ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩი საზეიმოდ გაიხსნა. მოედანზე "იუეფსის" ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოვიდა და საჩემპიონო ქამარი წარადგინა, რაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის დამატებითი სტიმული გახდა. ნაკრებმა თოფურიასთან ერთად გამარჯვებაც იზეიმა. ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთს 26 მარტს, თბილისში დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები