დღეს, თბილისში დაშნით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასი დაიწყო, რომელშიც 61 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი ჩაერთო, რომელთაგან საქართველოს ღირსებას 11 მოფარიკავე დაიცავს.
სამი დღის განმავლობაში ჩემპიონები როგორც პირად, ისე გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდებიან. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახელით 11 სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი.
"ტოპ მოფარიკავეები არიან ჩამოსულები თბილისში, ისინი ასპარეზობენ სამი დღის მანძილზე. გამოვლინდებიან ჩემპიონები როგორც პირად პირველობაში, ასევე გუნდურში. ჩვენი გუნდიდან წარმოდგენილები არიან 11 სპორტსმენი და მათ ექნებათ ძალიან დიდი გამოცდილება"- აცხადებს ბაზაძე.