13 წლის შემდეგ ისევ ქართულ თეატრში - მსახიობი, რომელმაც სცენაზე ნახევარი საუკუნე გაატარა, მიიღო ყველა პრიზი, რომელზეც არტისტმა შეიძლება იოცნებოს, ქართველ მაყურებელს დაუბრუნდა. გრიბოედოვის აკადემიურ თეატრი ცნობილ ამერიკელ მსახიობს-ჯონ მალკოვიჩს მასპინძლობს. ,"ბამბის მინდვრები სიმარტოვეში"- სპექტაკლმა, რომელშიც მალკოვიჩი მთავარ როლს ასრულებს, უკვე მოასწრო მთელს მსოფლიოში მაყურებლის განსაკუთრებული სიმპატიის მოპოვება.
ჯონ მალკოვიჩი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ლეგენდარულმა მსახიობმა 2011 წელს რუსთაველის თეატრში თბილისი მესამე თეატრალური ფესტივალი გახსნ, გრიბოედოვის სცენაზე კი ამერიკელი მსახიობის სასცენო პარტნიორი ლიეტუველი არტისტი იქნება. ჯერ საბჭოთა შემდეგ კი დამოუკიდებელი ლიეტუვის წარმომადგენელი მალკოვიჩის ერთადერთი პარტნიორი იქნება. ამ ვარსკვლავური შემადგენლობით თეტარის მოყვარულებს ცნობილი სპექტაკლის ნახვის საშუალება გრიბოედოვში დღეს და ხვალ ექნებათ.