25 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეშვიდედ მოგების შემდეგ, მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ სვამს კითხვას, როდის აღიარებენ საქართველოს მეშვიდე სარაგბო ერად - იოსებ ტყემალაძე

ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეშვიდედ მოგების შემდეგ, მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ სვამს კითხვას - როდის აღიარებენ საქართველოს მეშვიდე სარაგბო ერად. თავის მხრივ საქართველოც ითხოვს ახალ გამოწვევებს და ნოემბერში უელსს სთავაზობს შერკინებას, - უელსი მზად არის განსახილველად, - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა. 

როგორც იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რაგბის სამყაროში ახალი ეტაპი მწიფდება, რაც 6 ერში საქართველოს მე-7 ერად აღზევებას მოგვიტანს.

“მადლობა გულშემატკივარს, მადლობა ყველას ვისი გვერდში დგომითაც ქართული რაგბი აქამდე მოვიდა: ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს," სპორტის ისტორიაში არნახული ქველმოქმედებისთვის, მთავრობას - მუდმივი ყურადღებისა და დახმარებისთვის, ჩვენს ვეტერანებს, ლეგიონერებს, მოქმედ და მომავალი თაობის სპორტსმენებს - ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა, 7 ერი საქართველოს მომავალია და მას მხოლოდ ერთად დგომით მოვიპოვებთ,"- განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

დღის ამბები