25 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე, ირაკლი ჩიქოვანმა და ბულგარეთის ელჩმა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს.

მინისტრმა ბულგარეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ირაკლი ჩიქოვანმა და დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს.

დღის ამბები