საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეროვნული ნაკრების მიერ ლუქსემბურგის დამარცხებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გულშემატკივრებს საქართველოს გამარჯვებას ულოცავს.
"გილოცავთ! საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალშია", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.
საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში, "დინამო არენაზე", ლუქსემბურგის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.