25 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

2-0 საქართველოს სასარგებლოდ - საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში, "დინამო არენაზე", ლუქსემბურგის ეროვნული გუნდი დაამარცხა. 

ანგარიში, დაპირისპირების 39-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. შედეგად, პირველი ტაიმი, საქართველოს სასარგებლოდ, 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმში, მორიგი გოლის ავტორიც ზივზივაძე იყო.

ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს გუნდი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, მაგრამ უძლიერესი შემადგენლობით იყო გამოსული. მხოლოდ მოგება და ბრძოლა ბოლო წამამდე - ასეთი იყო ბოლო დარიგება, რომელიც ჯვაროსნებმა მოედანზე გასვლამდე მიიღეს.

გულშემატკივარი, რომელიც დინამო არენაზე ვერ მოხვდა, თამაშს თვალს რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებდა.

 

 

დღის ამბები