25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"საქართველოს ავიახაზებმა" კერძო ფრენისთვის განკუთვნილი VIP კატეგორიის 14-ადგილიანი თვითმფრინავი შეიძინა

ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებმა" კერძო ფრენისთვის განკუთვნილი VIP კატეგორიის 14-ადგილიანი თვითმფრინავი შეიძინა, - განცხადება ამის შესახებ "საქართველოს ავიახაზებმა" გაავრცელა.

კითხვა, თუ რა საფრენი აპარატი შეიძინა საქართველომ კატარიდან და ხომ არ მოხდა შემდგომში მისი რეექსპორტი, აქტუალური გუშინ, რომან გოცირიძის კითხვის შემდეგ გახდა, რომელიც მან ვახტანგ გომელაურს დაუსვა. პასუხად, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აპარატი კერძო ფირმის შეძენილია, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ, 22 მილიონად, ახალი თვითმფრინავი კომპანია "საქართველოს ავიახაზებმა" შეიძინა და არა სახელმწიფომ.

ახალი საფრენი აპარატის შეძენა, "კურიერთან", თავად კომპანიამაც დაადასტურა.

დღის ამბები