25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
54 ათასი გულშემატკივარი სტადიონის ტრიბუნებზე და რამდენიმე მილიონი მის გარეთ - საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი დაიწყო

მთელი საქართველოს ყურადღება ახლა "დინამო არენისკენ" არის მიმართული, სადაც, ეს წუთია, ლუქსემბურგის წინააღმდეგ, ისტორიული მატჩი დაიწყო. 54 ათასი გულშემატკივარი სტადიონის ტრიბუნებზე და რამდენიმე მილიონი მის გარეთ ქართველი ფეხბურთელებისგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდება, რადგან სწორედ ამ მოგებაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა საქართველო ფინალური მატჩის საგზურს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში ფავორიტი საქართველოს გუნდია, რომელიც მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, მაგრამ უძლიერესი შემადგენლობითაა გამოსული. მხოლოდ მოგება და ბრძოლა ბოლო წამამდე - ასეთია ბოლო დარიგება, რომელიც ჯვაროსნებმა მოედანზე გასვლამდე მიიღეს.

გულშემატკივარი, რომელიც დინამო არენაზე ვერ მოხვდა, თამაშს თვალს რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებს.

დღის ამბები