25 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.

დღის ამბები