აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სკოლაში ბავშვებისთვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფები. პარალელურად, მიმდინარეობს სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
მსგავსი ინკლუზიური განათლების ცენტრის მოწყობა იგეგმება ხელვაჩაურში, რომელიც, 2025 წლის სექტემბრიდან, უკვე შეძლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებას.