25 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
იცით, როგორ აშუქებს "ნაცმოძრაობის" მედია რეზოლუციაზე ხელის არმოწერასა და საქართველოს მტრობას? მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, აღიარებენ - რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

რატი იონათამიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…“

"იცით, როგორ აშუქებს "ნაცმოძრაობის" მედია ნაცებისა და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არმოწერასა და საქართველოს მტრობას?

"ქართული ოცნების" კრახი საერთაშორისო ასპარეზზე…”

ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!

საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს, აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!“-წერს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები