25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ავღანეთის ერთ-ერთ ბანკში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

სამხრეთ ავღანეთში, ქალაქ ყანდაარის ცენტრში მდებარე ბანკში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც მედია იუწყება, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები, ხელფასის ასაღებად, რიგში დგებოდნენ.

პოლიციის ცნობით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. 

ყანდაარი ავღანეთის მმართველი ძალისთვის - თალიბანისთვის ერთგვარი სამეთაურო ქალაქია. სწორედ აქ იღებენ თალიბანთა მეთაურები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 

დღის ამბები