25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
"ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ, ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი" - ილია თოფურია

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ისტორიულ სამშობლოშია, ყველაზე პრესტიჟული ორთაბრძოლების ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.

ილია თოფურიას სანახავად აეროპორტში ასობით თაყვანისმცემელი მივიდა, პოლიცია კი იძულებული გახდა, ფოტოს გადაღებისა და ავტოგრაფის მსურველებისგან დასაცავად, კორდონი გაეკეთებინა.

ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

"ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი" - აღნიშნა სამშობლოში დაბრუნებულმა ილია თოფურიამ.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

დღის ამბები