25 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
რეფორმები, თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინის დახმარება არის სამი გზა, რომ წინ წაიწიოთ NATO-ს წევრობის გზაზე - იენს სტოლტენბერგი

"რეფორმები, თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინის დახმარება არის სამი გზა, რომ წინ წაიწიოთ წევრობის გზაზე და გააძლიეროთ უსაფრთხოება, რადგან ჩვენ გვსურს, რომ პუტინმა ვერ გაიმარჯვოს, რადგან თუ ის გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ეს ყველას გაგვხდის უფრო მოწყვლადს," - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე საუბრისას გააკეთა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მხრიდან მოხდეს პრევენცია, რომ ის არ გახდეს პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს სანქციების გვერდის ავლა, რადგან სანქციები მნიშვნელოვანია.

"რუსეთის აგრესიულმა და სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ბევრი რამ დაგვანახა. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა. მივესალმები იმ ფინანსურ დახმარებას, რომელიც საქართველომ უკრაინისთვის გასწია და იმ ფაქტს, რომ უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან მოხდეს პრევენცია, რომ ის არ გახდეს პლატფორმა მათთვის, ვისაც სურს სანქციების გვერდის ავლა, რადგან სანქციები მნიშვნელოვანია. ეს იმის ჩვენების გზაა, რომ პრეზიდენტი პუტინი იხდის ფასს მისი აგრესიული ქმედების გამო, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო.

ასე რომ - რეფორმები, თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინის დახმარება არის სამი გზა, რომ წინ წაიწიოთ წევრობის გზაზე და გააძლიეროთ უსაფრთხოება, რადგან ჩვენ გვსურს, რომ პუტინმა ვერ გაიმარჯვოს, რადგან თუ ის გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის და ეს ყველას გაგვხდის უფრო მოწყვლადს. ეს იქნება გზავნილი, რომ როდესაც პუტინი იყენებს სამხედრო ძალას, ის იღებს, რაც მას სურს - ჩვენ საწინააღმდეგო გზავნილი გვსურს,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები