UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში ჩამოდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივარი ხვდება. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
21 მარტს ის საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრება და თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
ილია თოფურია სამშობლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოდის.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი