საქართველო კონტინენტური პირველობისთვის ემზადება - ზუსტად 2 საათში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი დაიწყება. პარიზშია "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფიც.
საქართველოს ნაკრები 20-ათასიან "ჟან ბუინზე“ პორტუგალიას შეერკინება - ეს იქნება ამ ორ გუნდს შორის 27-ე შეხვედრა. ორივე ნაკრების გულშემატკივარი ამ შერკინებას სულმოუთქმელად ელის – ქართველებს კიდევ ერთხელ სურთ, დაადასტურონ, რომ "ექვსი ერის" ქვეყნების მიღმა მათ კონტინენტზე სათანადო კონკურენტი არ ჰყავთ.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი