25 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ქვევრის ყველი, საქართველოს ერთადერთ სოფელში შემორჩენილი ტრადიცია - როგორია ყველის ამოყვანის წესი იმერეთის ყველაზე მაღალ სოფელში

იმერეთის ბოლო სოფელი - ხანი - ადგილი, რომელსაც იმერეთის ხევსურეთსაც უწოდებენ - ერთადერთი სოფელი, სადაც ყველს ქვევრში ინახავენ. ეს ტრადიცია საქართველოს ბევრ კუთხეში არსებობდა, მათ შორის სვანეთში, თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა. მხოლოდ ხანში შემორჩა სულგუნის ქვევრში შენახვის წესი.

სულგუნი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შენახვის გზა შებოლვა ან ქვევრში ჩაწყობაა. ქვევრში ანუ ჭურში, ყველი ფაქტობრივად არ ფუჭდება. პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო განსხვავებულ გემოებს იძენს.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები