25 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 დღეს, 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - ყველა მათგანი აქციის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მონაწილეა

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს, სამართალდამცველებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" პროექტ "OVD-Info-ზე" დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის 14 ქალაქში, სულ მცირე, 51 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი საარჩევნო უბნებთან, გამართული აქციის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მონაწილეა.

პროტესტი ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებდა.

ფორმალური კონკურენტების სიმცირის გამო, მესამე დღეა, შეზღუდულია არჩევნების მონიტორინგიც. საერთაშორისო დამკვირვებლები ხმის მიცემის პროცესს არც დღეს ესწრებიან.

დღის ამბები