25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" სემინარი - ტრენინგთან დაკავშირებით, "პრაიდმა" და დონორმა ორგანიზაციებმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს

თბილისი პრაიდის ორგანიზებით, "ვილა მოსავალში“ სემინარი დასრულდა. ტრენინგთან დაკავშირებით, "პრაიდმა" და დონორმა ორგანიზაციებმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.

"კურიერს" გაეროს განვითარების ფონდში უთხრეს, რომ სემინარი "იუენდიპის" და ნორვეგიის მთავრობის ერთობლივი პროექტის ნაწილია, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე.

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა კი დღეს მედიას განუცხადეს, რომ ტრენინგი მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის თემას ეხებოდა.

სხვა ეჭვები აქვს მმართველ გუნდს - "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ტრენინგზე განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

დღის ამბები