ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მორიგი კონცერტისთვის ემზადება - საღამოზე შესრულდება ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, ისევე, როგორც ბრამსის მეოთხე სიმფონია. კონცერტს მაესტრო გიორგი ჟორდანია უხელმძღვანელებს.
ახალგაზრდა პიანისტი, სალომე ჟორდანია, რომელიც ლონდონში სწავლობს, სპეციალურად ამ კონცერტისთვის, საქართველოში ჩამოვიდა. საკონცერტო პროგრამაც საგანგებოდ მისთვის შეარჩიეს.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის მოსმენას მსმენელი დღეს შეძლებს. სულ რამდენიმე დღეში, 23 და 24 მარტს, მუსიკალური ცენტრი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს.