რამდენიმე საათი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე - დასკვნით თამაშს საფრანგეთი მასპინძლობს. საქართველო-პორტუგალიის გადამწყვეტი მატჩი პარიზში, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.
ფინალური თამაშისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში უკვე ჩაატარა. ბორჯღალოსნების შემადგენლობაში, რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, ცვლილებებია. მირიან მოდებაძის ნაცვლად, ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, ბრუნდება გამოცდილი მორაგბე ალექსანდრე თოდუა, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ყველაზე ბევრჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.
გადამწყვეტი თამაშის დაწყებას პარიზში "კურიერის" გადამღები ჯგუფი ელოდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი