25 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
პოლონელი ფერმერები გერმანიასთან საზღვრის ბლოკირებას გეგმავენ

პოლონელი ფერმერები გერმანიასთან საზღვრის ბლოკირებას აპირებენ. მედიის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში, მოძრაობის ყველა ზოლი ორივე მიმართულებით გადაიკეტება.

სასაზღვრო გადასასვლელი ბერლინისა და ვარშავის დამაკავშირებელ ავტობანზე მდებარეობს, სადაც გერმანიასა და პოლონეთს შორის, ყოველდღიურად, დაახლოებით 17 ათასი სატვირთო მანქანა მოძრაობს.

პოლონეთისა და გერმანიის ხელისუფლებები სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას ელოდებიან. ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან და ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.

დღის ამბები