25 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უშუს საქართველოს თასის მერვე გათამაშება მიმდინარეობს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტანვარჯიშის არენაზე, უშუს საქართველოს თასის მერვე გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობს 170-მდე სპორტსმენი, მათ შორის ლატვიელი უშუისტებიც.

უწყების ცნობით, თასის გათამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული და საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.

შეჯიბრება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კონტაქტურ სახეობა უშუ-სანდასა და საჩვენებელ სახეობა უშუ-ტაოლუში. აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასრულებისას გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც სახელობითი - "სიუენ ჭაო შანის“ - გარდამავალი თასი გადაეცემა.

ტურნირის გახსნაზე პერფორმანსი გამართეს ჩინეთიდან ჩამოსულმა ინსტრუქტორებმა. ჩინელი უშუს ექსპერტები საქართველოში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. ისინი 7 მარტიდან 18-მდე თბილისში უშუს უფასო სემინარებს ატარებენ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის წევრი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის.

"აღსანიშნავია, რომ სპორტის სამინისტრო უშუს ეროვნული ფედერაციის აქტიური მხარდამჭერია. სამინისტროს თანადგომით ფედერაცია არაერთ ტურნირს მართავს, ქართველი სპორტსმენები კი საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ", - აცხადებენ სამინისტროში.

დღის ამბები