25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
როდესაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეწინააღმდეგება არა პრეზიდენტს, არამედ - ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას - თეონა აქუბარდია

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს, ხვალ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კენჭისყრაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება. საუბარია მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოზიცია უქმდება.

ოპოზიცია პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებს და აცხადებს, რომ სრულიად გასაგებია, თუ რით არის სალომე ზურაბიშვილის ვეტო მოტივირებული.

"პრეზიდენტის ვეტოს თუ ვინმე გაეცნობა, მარტივად ამოიცნობს 2 ძირითად პრინციპს - ერთი, საარჩევნო კანონმდებლობაში გაუარესება. მეორე, არის წინააღმდეგობაში ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებთან. შესაბამისად, როდესაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ისინი პრეზიდენტს კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ეწინააღმდეგებიან ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები