25 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
საფრანგეთს უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი - მაკრონი

"საფრანგეთს უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი", – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, დღეს უკრაინაში სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე აქამდე, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი გადავიდა საომარ ეკონომიკაზე და საერთაშორისო არენაზე პერსპექტივასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობაა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში მაშინ შედგება, როცა მზად ექნება "კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები". საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტი "ძლიერი გზავნილის და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების" აღმნიშვნელი იქნება. ორშაბათს ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით. მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიმიტები და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, არა მხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობასთან, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დააჩქაროს დახმარება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტები არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ლიმიტები?” - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

დღის ამბები